logo
ENG



გიგი უგულავას პროცესზე კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა

11 დეკ 201914:29
3 წუთის საკითხავი
 

გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას საქმე საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმე დავით ბარამიძე დაიკითხა, რომელსაც როგორც დაცვის მხარე ამბობს, ბრალდებულ გიგი უგულავასათან და მოწმე გიორგი კაპანაძესთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ბრალდების მხარისთვის დღევანდელი მოწმის ჩვენება საქმეში არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, დაცვის მხარე კი საპირისპიროს ამტკიცებს.

ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება.

შემდეგი პროცესი 23 დეკემბერს ჩაინიშნა.

 

 

 


close დახურვა