logo
ENG



გიგი უგულავას პროცესი დღეს განახლდება

23 იან 202008:37
3 წუთის საკითხავი
 

დღეს საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პროცესია ჩანიშნული.

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას დაცვის მხარე დღეს მოწმეს წარადგენს, რომელიც გიორგი კაპანაძის იგივე „რიჟას" ჩვენების სანდოობას გამორიცხავს.

"ეს არის გიგის საქმე, რომელიც 2014 წელს პოლიტიკური მოტივაციით წამოიწყეს. მაშინ გიგი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. მეორე ტურის წინ გიგი დააკავეს, რომ გაენეიტრალებინათ. დაცვის მხარის მიერ მოხდება მოწმის წარდგენა სასამართლოს წინაშე. მოწმე დაადასტურებს იმ გარემოებებს რაც გამორიცხავს გიორგი კაპანაძის ჩვენების სანდოობას“, - განაცხადა ადვოკატმა დავით ბასილაიამ. 

მთავარი მოწმის გიორგი კაპანაძის ჩვენების საფუძველზე უგულავა ფულის გათეთრების ბრალდებით 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის წინ დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით გიგი უგულავას ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიებიდან გადმორიცხული ფული, რომლის განაღდებაც საქართველოში მოხდა, არჩევნებისთვის სჭირდებოდა.  

 


close დახურვა