logo
ENG



გიგი უგულავას პროცესი საქალაქო სასამართლოში უკვე დასრულდა

23 იან 202014:50
3 წუთის საკითხავი
 

გიგი უგულავას პროცესი საქალაქო სასამართლოში უკვე დასრულდა. სხდომაზე დაცვის მხარის მოწმე ლელა კილაძე დაიკითხა, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ცოლია. ადვოკატის თქმით, მოწმემ ბრალდების მხარის ოქროს მოწმის ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის ჩვენება გააბათილა, რასაც არ ეთანხმება ბრალდების მხარე.

სპორტის სასახლეში დანაშაულებრივ სქემაზე საუბრის შესახებ ჩვენება ბრალდების მხარის მოწმემ, ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ მისცა. დღევანდელ სასამართლო პროცესს გიგი უგულავა არ დასწრებია.

„დაცვის მხარემ უვე წარმოადგინა ორი პირი, რომლებიც აბათილებს გიორგი კაპანაძის ჩვენებას. დაცვის მხარე კვლავ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომელიც გააბათილებს გიორგი კაპანაძის ცრუ ჩვენებას. ამ საქმეზე გონივრულ, სამართლიან პირობებში აუცილებლად მისაღები იქნება გამამართლებელი განაჩენი. თუმცა ამავდროულად ვიცით, ივანიშვილის განცხადებები, რომელმაც განაცხადა, რომ დაჭერები გაგრძელდება და ჩვენ ვიცით რა კონტექსტში მიმდინარეობს სასამართლო განხილვები ამ და სხვა საქმეებზე,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მთავარი მოწმის გიორგი კაპანაძის ჩვენების საფუძველზე უგულავა ფულის გათეთრების ბრალდებით 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის წინ დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით გიგი უგულავას ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიებიდან გადმორიცხული ფული, რომლის განაღდებაც საქართველოში მოხდა, არჩევნებისთვის სჭირდებოდა.  


close დახურვა