„ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სტრასბურგში გამართულ ევროპის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. გიგი წერეთელმა ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, კონფლიქტებზე და საქართველოში არსებულ უკანონო ბორდერიზაციაზე ისაუბრა.
"თუ არსებულ სურათს 70 წლის პერსპექტივაში გადავხედავთ, ის არ იქნება ნათელი, თუ ჩვენ არ მოვაგვარებთ კონფლიქტებს ჩვენს რეგიონსა და სამეზობლოში. ვხედავთ, რომ ჩვენი ხალხი იტანჯება და იმედს კარგავს. უკრაინაში გრძელდება სამხედრო აქტივობები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გზები კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში დღემდე გრძელდება უკანონო ბორდერიზაციის პროცესი საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებების უხეში დარღვევით," - განაცხდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა.