logo
ENG



გიგი წერეთელი გლდანის ციხეში გიორგი რურუასა და ე.წ. გავრილოვის პატიმრებს ხვდება

29 იან 202013:48
3 წუთის საკითხავი
 

დეპუტატი გიგი წერეთელი გლდანის ციხეში გიორგი რურუასა და 20 ივნისის მოვლენებზე დაპატიმრებულ 4 პატიმარს ხვდება.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე წერეთელმა განაცხადა, ის პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყოფით პირობებს გაეცნობა.

„ვინახულებ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს, ხუთ ადამიანს. გიორგი რურუას კიდევ განსხვავებული ბრალი აქვს. მთავარია მათი მდგომარეობის შესწავლა, რა პირობებში არიან. ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ამ საკითხზე ვისაუბრებ - როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას. მთავარი ამოცანაა, ვნახო როგორ პირობებში არიან ისინი", - აცხადებს გიგი წერეთელი.

შეგახსენებთ, 20 ივნისის მოვლენებზე 4 მოქალაქეა დაკავებული. გიორგი რურუას კი სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.


close დახურვა