logo
ENG



გიგი წერეთელი სომხეთში ნიკოლ პაშინიანს შეხვდა

27 ნოე 201914:10
3 წუთის საკითხავი
 
i3v54rws28zmqq3.jpg

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა. წერეთელი პრემიერ-მინისტრს ნიკოლ პაშინიანს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

შეხვედრებზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ისაუბრეს ეუთოს განსაკუთრებულ როლზე ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში და სომხეთში მიმდინარე ფართომასშტაბიან რეფორმებში. ასევე განიხილეს საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები.


close დახურვა