logo
ENG



გიგლა მიქაუტაძე: ანტიკრიზისული გეგმა 1 თვე არ ეყოფა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს

30 აპრ 202015:30
3 წუთის საკითხავი
 
9kxt96pojaxywyf.png

პოლიტიკური მოძრაობა ლელოს წარმომადგენელი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ხალხი სამუშაო ადგილებს ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეს და ისწავლონ ვირუსთან ერთად ცხოვრება. 

მისივე განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა 3 თვე კი არა 1 თვე არ ეყოფა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს.

„მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში ეს ჩაკეტილი პროცესები უნდა დავასრულოთ, ნელნელა ხალხი უნდა დაუბრუნდეს სამუშაო ადგილებს. ანტიკრიზისული გეგმა და ბიუჯეტი რაც წარმოადგინეს მთავრობის წარმომადგენლებმა, 3 თვე კი არა 1 თვე შეიძლება არ ეყოს მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს. ალტერნატივა იმას, რომ ბიზნესი და ეკონომიკა გაიხსნას არ აქვს მაგრამ, უნდა დავაწესოთ წესები, რომლის დაცვითაც ამ ვირუსთან ერთად ვიცხოვრებთ, ვივლით პირბადეებით და ნელ-ნელა ეკონომიკას ავამოძრავებთ“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკა გასული წლის მარტთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა. ოფიციალურ მონაცემებს სტატისტიკის ცენტრი აქვეყნებს. რომლის მიხედვითაც ექსპორტის მაჩვენებელი მარტში შემცირდა დაახლოებით 22%-ით, ხოლო იმპორტი 13.4%-ით. აღსანიშნავია, რომ შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის გარდა.

 


close დახურვა