logo
ENG



პრემიერი პარლამენტში უნდა მივიდეს 2020 წლის განახლებული ბიუჯეტით - გიგლა მიქაუტაძე

06 მაი 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, რომ  პარლამენტს 2020 წლის განახლებული ბიუჯეტი წარუდგინოს.

გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა, რომ კრიზისი ხალხისთვისაა და არა მთავრობისთვის. მისი განცხადებით მთავრობა ვალდებულია პარლამენტს წარადგინოს მაკროეკონომიკური პარამეტრების ნორმალურ ფარგლებში დაბრუნების გეგმა.

მიქაუტაძის თქმით, დროა, მთავრობამ პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა. 

„არამხოლოდ კითხვებზე პასუხების გასაცემად, არამედ პრემიერი პარლამენტში უნდა მივიდეს განახლებული დოკუმენტით, 2020 წლის ახალი ბიუჯეტით. უნდა იყოს გაწერილი, რომელი ხარჯები მცირდება და სანამ ეს დოკუმენტი არ იქნება, სახელმწიფო უწყებები გააგრძელებენ ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვას მაშინ, რომ ათიათასობით ადამიანი სახლში ზის და სახელმწიფოსგან 200-300-ლარიან დახმარებასაც ვერ იღებენ. ჩვენ ვითხოვთ, მთავრობამ გასცეს პასუხი ყველა კითხვას, რომლებსაც დიდი ხანია, თავს არიდებს", - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას საპარლამენტო ოპოზიცია ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს


close დახურვა