logo
ENG



გიგლა მიქაუტაძე: კობახიძეს აშკარად ცუდი მასწავლებელი ჰყავდა მათემატიკაში

10 ივნ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

პარტია "ლელოში" ირაკლი კობახიძის განცხადებას, 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით, მათემატიკის არცოდნას უკავშირებენ. გიგლა მიქაუტაძის თქმით, პარლამენტის ყოფილ თავმდჯომარეს ციფრების თვლა არ შეუძლია და აღნიშნულს ადასტრებს მისი განცხადებაც. საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან 20 ივნისს დაგეგმილ აქციას, 200 "ნაციონალის" შეკრება უწოდა.

პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი მივა და მათ შორის იქნება "ლელოც".

"კობახიძეს აშკარად ცუდი მასწავლებელი ჰყავდა მათემატიკაში. არაუშავს, მას ექნება მათემატიკაში მეცადინეობს დროს, როცა ის ოპოზიციაში აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ იქ წარმოდგენილი იქნება არაერთი ოპოზიციური პარტია და მათ შორის "ლელოც". ეს იქნება 200 ადამიანიც და გაცილებით მეტიც",-აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას "200 ნაციონალის შეკრება" უწოდა და აღნიშნა, რომ ის თავების დათვლას აპირებს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული მხარდამჭერები მივლენ.


close დახურვა