logo
ENG



გინტურის ძმა: ვთხოვ გომელაურს, გააკეთოს საგუშაგო, რომ სოფელი იყოს დაცული

08 ნოე 202311:01
3 წუთის საკითხავი
 

6 ნოემბერს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის, გივი გინტური ძმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომეალურს კირბალში საგუშაგოს გაკეთებას სთხოვს. 

"ჩემი მოთხოვნაა, ვთხოვ გომეალურს, დააყენოს გინდა, მესაზღვრე, გინდა, გააკეთოს ერთი საგუშაგო, რომ სოფელი იყოს დაცული", - ამბობს ის ფორმულასთან. 

გივი გინტურმა გუშინ ჟურნალისტებთან მისი ძმის მკვლელობის გარემოებებზე საუბრისას თქვა, რომ თამაზ გინტურს ზურგში 2 ტყვია აქვს მოხვედრილი და ის უკნიდან დაცხრილეს. 

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა