logo
ENG



გიორგაძეების ოჯახი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

09 აპრ 202409:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/09/v59jmqx8v0rf8hn.jpg

გიორგაძეების ოჯახი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს.

მალხაზ გიორგაძის ცოლისა და ადვოკატის ინფორმაციით, მის ქმარს სამართალდამცველები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა.

მისი თქმით, მოქალაქეს არ განუმარტეს, ჩხრეკის მიზეზი, რის გამოც მან პოლიციელს სახლის დატოვება მოსთხოვა, თუმცა მალხაზ გიორგაძის მოთხოვნაზე, დაეტოვებინათ კერძო საკუთრება, სამართალდამცველებმა ძალადობით უპასუხეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის მამას.

დაზარალებულის ცოლის თქმით, გიორგაძე ახლა კლინიკა ვივამედში იმყოფება. უფლებადამცველებმა საქმის გამოსაძიებლად გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართეს.


close დახურვა