logo
ENG



გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

10 დეკ 202413:10
3 წუთის საკითხავი
 

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

როგორც ცნობილია, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორი შმაგი გობეჯიშვილის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა.

ახობაძე, რომელიც ძალის გამოყენებით დააკავეს, საკანში უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ექიმს დაკავების პროცესში ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

ახობაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს - მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

 
 

close დახურვა