logo
ENG



გიორგი ბარამიძე ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე: ეს რეჟიმი განწირულია

24 იან 202016:11
3 წუთის საკითხავი
 
4sq1pl4p165zie8.jpg

"ეს რეჟიმი განწირულია",- ასე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე საკრებულოს წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. მისი თქმით, ხელისუფლება გადასულია აგრესიაზე, რადგან საზოგადოება მას აღარ ენდობა და ცდილობს ამგვარად შეინარჩუნოს ძალაუფლება. ბარამიძეს არ აქვს საქმის ობიექტურად გამოძიების მოლოდინიც, თუმცა დარწმუნებულია რომ მსგავსი ფაქტების შემყურე საზოგადოება მეტად გააქტიურდება. 

"ჩვენი გეგმაა საზოგადოების გააქტიურება. ხალხი ხედავს, რა საშინელ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ესაა ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა უკან დახია, გაჭირვება გაზარდა და კრიმინალებს ჩააბარა ქვეყანა; ეკონომიკა უკან დახია, სამუშაო ადგილები შეამცირა და ეს ყველაფერი ფულის კეთების გამო. დაბრუნდა კორუფცია. როცა ჩვენი პარტია თუ სხვა ამას ამხელს, იგივე ლევან ხაბეიშვილი, ბუნებრივია მათ ეს არ მოსწონთ. დღეს ეს ყველაფერი მოიყვანეს სისრულეში და ამიტომ დაესხნენ თავს ხაბეიშვილს. ამით არც შეუშინებიათ და არც არაფერი, მხოლოდ თავი დაიმცირეს და მეტი არაფერი. ეს რეჟიმი განწირულია. გამოძიება დარწმუნებული ვარ არ მოხდება და ის ხალხი, ვინც ჯგუფურად სცემა ხაბეიშვილი, არ იქნება დასჯილი. როგორც გამოძიებული არაა არცერთი რეზონანსული საქმე ან მსხვილი კორუფციული საქმე, ისე არ წარიმართება პროცესები ობიექტურად არც ამ შემთხვევაში",-აღნიშნა ბარამიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკრებულოში ხმაური იყო. უმრავლესობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


close დახურვა