logo
ENG



გიორგი ბარვენაშვილი ქართული ოცნებიდან პარლამენტის დეპუტატი გახდა

21 თებ 202413:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/21/lcg4psy91afuh9j.jpg

ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი ქართული ოცნებიდან პარლამენტის დეპუტატი გახდა. მან ირაკლი კობახიძე შეცვალა, რომელიც პრემიერმინისტრად დაინიშნა. ბარვენაშვილი პარლამენტის წევრად ცნობას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა.

გიორგი ბარვენაშვილი ქართული ოცნების სიის 71-ე ნომერი იყო. ბარვენაშვილმა კომოს ტბაზე პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს იმ დროს უმასპინძლა, როცა თბილისში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ხალხმრავალი აქციები იმართებოდა.


close დახურვა