logo
ENG



გიორგი გაბუნია სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

11 ნოე 201908:05
3 წუთის საკითხავი
 
sq0dn1rohf5t5xa.png

გიორგი გაბუნია სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. "მთავარი არხის" წამყვანმა გადაცემის "პოსტ ფაქტუმის" ეთერში მოყვა, თუ როგორ შეეხო მას ერთ-ერთი ტაძრის მღვდელი ეკლესიაში უხერხულად. იმის შემდეგ, რაც წამყვანმა იქაურობა დატოვა, დაინახა როგორ მიჰყავდა იმავე მღვდელს სხვა ახალგაზრდა მამაკაცი საკურთხევლისკენ, რომელიც მისივე ვარაუდით, სექსუალური შევიწროების სამიზნე გახდებოდა. გაბუნიას სასულიერო პირის ვინაობა არ დაუსახელებია.

„შევედით საკურთხეველში და საკურთხეველში განსხვავება ის არის რომ იქ სრულიად მარტო დავრჩით. სიტუაცია უკვე ისეთი იყო, რომ ნამდვილად ვეღარ მოვიტყუებდით თავს, რომ იქ რამე შემთხვევით ხდება და მე უკვე ავკარი ხელი, იმიტომ რომ ფაქტობრივად მივხვდი უკვე იწყებოდა სექსი მღვდელთან პირდაპირ ტაძარში. მე თუ ნახევარ საათში ორის მომსწრე გავხდი, მე და კიდევ ის ბიჭი, წარმოიდგინეთ წლების განმავლობაში იმ მღვდელს რამდენი ბიჭი ჰყავს შეყვანილი იმ საკურთხეველში და რამდენი ჰყავს ბოლომდე სამრეკლოზე აყვანილი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“,-განაცხადა გაბუნიამ.

 


close დახურვა