logo
ENG



გიორგი გახარია: 11 მაისიდან თბილისი სრულად გაიხსნება

07 მაი 202014:21
3 წუთის საკითხავი
 
wycmu9ba7jr1a4d.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 11 მაისიდან დედაქალაქი გაიხსნება და შესვლა-გამოსვლა მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში შეეძლებათ.

პრემიერმა განმარტა, რომ შეზღუდვების მოხსნა კომენდანტის საათის გაუქმებას არ გულისხმობს.

„ჩვენ დღეს შეგვიძლია ეპიდემიოლოგების და ექიმების კარგი შრომის შედეგად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ასე თუ ისე შედარებით ნორმალური ციფრებიდან გამომდინარე, განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან სრულად გაიხსნება თბილისი. თბილისი მოგეხსენებათ, რომ იყო ჩაკეტილი ქალაქი და 11 მაისიდან, ორშაბათიდან, ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით იქნება მოხსნილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა 14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი, მარნეულში იგეგმება.

„14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. ამ ეტაპობრივ გახსნას აქვს თავისი მიზეზი და მიზანი. 18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული. მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არის ტესტირების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს და ამიტომ გვჭირდება დამატებითი დრო“, - განაცხადა პრემიერმა.


close დახურვა