logo
ENG



გიორგი გახარია: არც ერთ დღეს შეზღუდვა მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლის შესახებ არ ყოფილა

27 მაი 202012:29
3 წუთის საკითხავი
 

მიუხედავად იმისა, რომ ქევყანაში 21 მარტიდან 23 მაისამდე კომენდანტის საათი მოქმედებდა, პრემიერის თქმით, არც ერთ დღეს მოქალაქეებს სახლიდან გასვლის შეზუდვა არ ჰქონიათ.

"საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, რომელიც იყო ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. საქართველოში არ ყოფილა არცერთ დღეს შეზღუდვა მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით რომ დღეს კონტროლის ქვეშ გვყავს ეპიდემია",-აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

​შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისს გაუქმდა, თუმცა მანამდე 21 მარტიდან ის ძალაში იყო და სწორედ აღნიშნული შეზღუდვის მიხედვით, მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან გადაადგილება ეკრძალებოდათ.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის მართვის შესახებ ანგარიშს წარადგენს. მთავრობის მეთაური პარლამენტში  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივიდა.


close დახურვა