logo
ENG



გიორგი გახარია: თუ შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში

02 აპრ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

„თუ შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში“ ,- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას გააკეთა. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს მიდგომა არის ერთმნიშვნელოვანი, რომ გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას და მათივე უსაფრთხოებისათვის გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკოომენდაციები. 

„არ მინდა ეხლა საუბარი დღესასწაულებზე იმიტომ, რომ ჯერ დაახლოებით 3 კვირაა წინ და გვაქვს გარკვეული იმედები, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა ეს არ იქნება მარტივი. ვუყურებ როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები და მო​თხოვნები, რომელსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. ვიცი, რომ იყო აბსოლიტურად მკაფიო მოწოდებებია, რომ საეკლესიო მსახურების დროს მა​შინ, როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეკლესიის გარეთ.

"სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლიტურად ერთმნიშვნელოვანი, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს ისევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. იქ სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეოთ სახლში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა განცხადება გაავრცელა. პატრიარქის მიმართვაში ნათქვამია, რომ ეკლესიის კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც იქ მისვლას მოისურვებს. ამავდროულად ილია მეორე მრევლს მოუწოდებს, რომ რამდენიმე მითითება დაიცვას.


close დახურვა