logo
ENG



გიორგი გახარია: მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღბები

01 ივნ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს პირბადეები ატარონ.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, შენარჩუნებული რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება არ მოხდეს. 

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა ორი ახალი „კლასტერი“. ერთი თბილისში და ერთი მარნეულში, სოფელ მერეთში. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა არის ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი როგორც დროში, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში. აქ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა