logo
ENG



გიორგი გახარია: უახლოესი 6 თვე უკიდურესად რთული იქნება

29 მაი 202019:03
3 წუთის საკითხავი
 

„ეს უახლოესი 6 თვე უკიდურესად რთული იქნება ეპიდემიის, ეკონომიკური გამოწვევების და არჩევნების თვალსაზრისით,“ - ეს განცხადება პარლამენტის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს გააკეთა. 

მისი განცხადებით, ოპოზიცია ოპონირების ნაცვლად ინსტიქტებით მოქმედებს და ამ ყველაფერს ევროპულ შინაარსობრივ ოპონირებას ეძახის. 

გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხალხი ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა შემდგომი პარლამენტი უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური იყოს.

„როდესაც ადამიანები, ობიექტური შინაარსიანი ოპონირების ნაცვლად, იქცევიან, როგორც ინსტიქტებით მართულნი, ემოციებით გაბრაზებული და შემდგომ ამას ყველაფერს ეძახიან ევროპულ შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ ეს ის პირობებია, რომელშიც ჩვენ მოგვიწევს უახლოესი 6 თვე მუშაობა. 

იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქის სიბრძნეში, თანადგომაში და დარწმუნებული  ვარ, რომ მათი მხარდაჭერით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და ბევრად უფრო კომპეტენტური“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.


close დახურვა