logo
ENG



გიორგი გახარია: შემოსავლების სამსახურს თავისი საბაჟოთი არც ერთი შეცდომა არ გეპატიებათ

16 ნოე 201910:40
3 წუთის საკითხავი
 
c9lg5fhgpv0wryq.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფინანსთა სამინისტროში უწყების თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი გახარია შემოსავლების სამსახურს ბოლო გაფრთხილებას აძლევს. 

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურს, საბაჟოს ჩათვლით, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. მან უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, პრობლემური საკითხების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორკვირიანი ვადა მისცა.

„შემოსავლების სამსახურს თავისი საბაჟოთი არც ერთი შეცდომა არ გეპატიებათ. პირდაპირ გეუბნებით. გათავებულია, ლიმიტი დასრულებულია მორჩა. ბიუჯეტის შევსება, ხაზინა, ყველაფერი რაც არის დამოკიდებული  ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯვით ნაწილთან და ამის კონტროლი - ეს ერთი, საბაჟო - მეორე, და შემოსავლების სამსახური - მესამე. ის, რაც ხდება თქვენთან, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ იცოდეთ, რომ უდიდესი ყურადღების ქვეშ იქნებით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 


close დახურვა