გიორგი გახარია ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ევროპული სტანდარტების სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მოემსახურება.
„დღეიდან აქ იქნება ოცამდე მეხანძრე-მაშველი, იქნება ქიმიური უსაფრთხოების სამსახური. ეს იქნება ეფექტური ინსტრუმენტი, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ვებრძოლოთ ხანძარს და სრულფასოვნად შევასრულოთ სამაშველო ოპერაციები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღესვე გახარია პედაგოგებსა და მედიკოსებს შეხვდა და განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. საგანმანათლებლო პროექტებზე საუბარი გაგრძელდა ახალგაზრდებთან შეხვედრაზეც.