logo
ENG



გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატია

01 სექ 202119:00
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატია
მთავრობის ადმინისტრაცია

გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. 

ამის შესახებ ექსპრემიერმა დღეს თავად განაცხადა პრეზენტაციაზე, სადაც ასევე წარადგინა საკრებულოს სია და მაჟორიტარი კანდიდატები. 

"მე ამ ქალაქში დავიბადე, თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრზე უკეთ ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს და ისიც მესმის, რომ ამ ქალაქს დღეს ყველაზე მეტად ღირსების და სამართლიანობის შენარჩუნება სჭირდება, კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან დაცლილი, სამართლიანი გარემო სჭირდება. ამ ქალაქს სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი.

ამ ქალაქს სჭრიდება მეგაპროექტები და ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს თბილისი პირველი მეგაპოლისი ჩვენს დიდ რეგიონში.

თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობსითვის ბრძოლაში". - თქვა მან. 

ქართული ოცნებიდან თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის, ოპოზიციის კანდიდატი კი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა. 


close დახურვა