გიორგი გახარია ამ წუთებში საპატრიარქოში იმყოფება. მისი მანქანა საპატრიარქოს ეზოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
გიორგი გახარიას ვიზიტი საპატრიარქოში სავარაუდოდ, გუშინ, სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, რომლის დასრულების შემდეგაც პეტრე ცაავამ სკანდალური განცხადებები გააკეთა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენებს წინ უძღოდა მეუფე იაკობის სკანდალური განაცხადება, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია, ვახტან გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას პატრიარქის ჩამოშორებაზე "ეჩალიჩებოდნენ."