logo
ENG



გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

20 იან 202121:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/20/tyxo23njs4ms0sc.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობას ულოცავს.

გახარია ტვიტერში წერს, საქართველო მოუთმენლად ელის აშშ-სთან თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.

"ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნავს გიორგი გახარია.

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საპრეზიდენტო ფიცი დადობაიდენთან ერთად, ფიცი დადო აშშ-ის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც. ფიცის დადების ცერემონია ტრადიციულად კაპიტოლიუმის შენობის წინ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცერემონიას არ დაესწრო.


close დახურვა