პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი, 19 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. ეს გზა აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთია.
22 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. 2020 წლის ბოლოს, ქუთაისის შემოვლითი გზის სრულად დასრულების შემდეგ, მანძილი მცირდება 7 კმ-ით მცირდება, ხოლო რაც შეეხება მგზავრობის დროს, იგივე მონაკვეთის გავლას 1 საათის ნაცვლად დასჭირდება 20-25 წუთი.