logo
ENG



გიორგი გუგავა: 2016 წლის არჩევნები სუს-მა ჩაატარა და ის გადაქცეულია პოლიტიკურ ჟანდარმერიანად

22 ნოე 201921:28
3 წუთის საკითხავი
 
s0vlgoxup6cihu2.jpg

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა დღეს სუს-ის ოფისთან გამართულ პროტესტს გამოეხმაურა. როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" აღნიშნა, დღეს გამართულ აქციაზე მოძრაობა "გაბედეს" წევრების პროტესტი სამართლიანია, რადგან დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. უფრო ზუსტად კი სუს-ი გადაქცეულია პოლიტიკურ ჟანდარმერიად

"ის ახალგაზრდები აპროტესტებდნენ იმას, რომ სუს-ი ნაცვლად იმისა იცავდეს მოქალაქეების უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზზე, ნაცვლად იმისა, რომ მუშაობდეს იმ აგენტურაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, დაკავებულნი არიან დევნით, თვალთვალით. მეტიც, დაუფარავად თქვეს, რომ აქციებზე იღებენ ფოტოებს და აგროვებენ ვიდეომასალებს. 2016 წლის არჩევნები სუს-მა ჩაატარა და ის გადაქცეულია პოლიტიკურ ჟანდარმერიად ივანიშვილის ხელში. იგი უსრულებს პირად დავალებებს ივანიშვილს და ამიტომ ბუნებრივია მოქალაქეების პროტესტი არის სამართლიანი,"-აღნიშნავს გუგავა. 

მისივე თქმით, პროპოროციული არჩევნები არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალებაა. 

"პროპორციულის მოთხოვნით სისხლი დაიღვარა ქვეყანაში. ეს სისტემაა ერთადერთი გამოსავალი, რომ მოვაცილოთ ქვეყანას ივანიშვილი. ხელისუფლება მეუბნება, რომ არ აქვს რეიტინგი და ამიტომ უნდა მოიპაროს მანდატები, გააყალბოს არჩევნები, რათა თითოეული მათგანის ბიზნესი იყოს ხელშეუხებელი და მონოპოლიურ მდგომარეობაში იყოს. აქედან გამომდინარე მუდმივად იყვენენ ხელმწიფის ნავში. ეს ამოსაშანთია,"-განმარტა გუგავამ.


close დახურვა