logo
ENG



გიორგი გუგავა: თუ ასეთი ჯოჯოხეთის კუპრი დუღდა საპატრიარქოში, რატომ დუმდნენ

06 ნოე 201921:04
3 წუთის საკითხავი
 
sv4oal7cp8kx8la.jpg

გიორგი გუგავას აზრით, საპატრიარქოში და, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია.

„ეს ყველაფერი [მიმდინარე მოვლენები] შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში. მან დაასუსტა ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, შეეცადა დაენგრია ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია.მისთვის წინაღობაა ეკლესია. ამ ოპერაციის დასაწყისი იყო ციანიდის საქმე - დარწმუნებული ვარ, ეს სპეც. სამსახურების დაგეგმილია, მათ შიგნიდან უნდა აეფეთქებინათ საპატრიარქო და შეტევის ობიექტი უნდა ყოფილიყო პატრიარქი. ამ პროცესების კულმინაცია იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ. გარკვეული მღვდელმსახურები აქამდე დუმდნენ - თუ ასეთი ჯოჯოხეთის კუპრი დუღდა საპატრიარქოში, რატომ დუმდნენ მაშინ“ - ამბობს ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი.

გიორგი გუგავა სოფო ზურაბიანის სტუმარია გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“.

 


close დახურვა