logo
ENG



გიორგი გუგავა - ივანიშვილის დასასრულის დღეები ახლოვდება

17 ნოე 201911:11
3 წუთის საკითხავი
 
jcgumn5zi80sjqj.jpg

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გიორგი გუგავა დღეს 3 საათზე დაგეგმილ აქციაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მოლოდინი არის საკმაოდ დიდი და მას იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასასრულის  დღეები ახლოვდება.

მთავარი არის, ხვალ შევიკრიბოთ. მოლოდინი არის საკმაოდ დიდი. დარწმუნებული ვარ ამ ავაზაკს, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადააგდო ქართული და საერთაშორისო საზოგადოება, ჩაიდინა მრავალი უკანონობა, უსამართლობა და მიიტაცა ეს ქვეყანა, მისი დასასრულის დღეები ახლოვდება,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ, რომ აქცია დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 3 საათზე გაიმართება.

 


close დახურვა