"არ ეგონოს არცერთ პოლიციელს და პროკურორს, ვინც უკანონო დავალებას ასრულებს, რომ ეს შერჩებათ",- ასე გამოეხმაურა პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებებს სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში". მისი თქმით, საპროტესტო აქციებზე და სასამართლოშიც ისინი ხშირად არღვევენ კანონს და მოქმედებენ ხელისუფლების დავალებით. ამიტომ, ოპოზიცია ყველა მსგავს საქმეს შეისწავლის და შესაბამის ზომებს მიიღებს.
"ჩვენ ამ ყველაფერს გადავცემთ საერთაშორისო პარტნიორებს და ვნახოთ მერე, თუ მიიღებენ სადაც ვიზა სჭირდებათ, იქ ვიზას, თუ შეძლებენ რიგ ქვეყნებში შესვლას. ასე რომ მთავარი ისაა, რომ მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება",-აღნიშნა ვაშაძემ.