logo
ENG



გიორგი ვაშაძე კალაძის განცხადებაზე: ეს ხალხი ერთ რამეს, საკუთარ კორუფციულ მონაგებს იცავს

18 ნოე 201914:00
3 წუთის საკითხავი
 
6m31f18aflix18f.jpg

"ქართული ოცნება" დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებისთვის მომზადებას ურჩევს, რომელიც ისევ შერეული წესით ჩატარდება. პარტიის გენერალური მდივნის ამ განცხადებას, უკვე მოჰყვა პასუხი ოპოზიციის მხრიდან. საპროტესტო აქციებში ჩართული პარტიები ამბობენ, რომ ხელისუფლების განცხადებები არაადეკვატურია. 

"უზრდელი, ტუტუცი კალაძის სახით, რომელიც არის მთავარი თანაავტორი იმ დაკაჩავების, რაც ჩვენ მივიღეთ ხელისუფლების კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დეპუტატებზე, რომლების აიძულეს, რომ ხმა არ მიეცათ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის. ეს განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს ხალხი ერთ რამეს იცავს - საკუთარ კორუფციულ მონაგებს.  ამის უფლება ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს,"- განაცხადა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი კალაძის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სამარცხვინოები არიან.

"ეს არის სამარცხვინო ხალხი. მართლა სამარცხვინო ხალხია "ქართული ოცნების" სათავეში. რაღაც რეალობას შეთხზავენ ხოლმე. მერე საკუთარ თავს აჯერებენ, მაგრამ თუკი ბატონი კალაძე რაღაცას აჯერებს საკუთარ თავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს რეალობა მართლა არსებობს. საქართველო შეიცვალა სამუდამოდ ივნისის შემდეგ და განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში. ეს ხალხი მის ბატონს ფეხქვეშ აღარასდროს არ გაეგება," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ შესახებ განცხადება მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში კახი კალაძემ გააკეთა. მან ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თუ ეს დესტრუქციული ქმედებები გაგრძელდება, ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. 


close დახურვა