logo
ENG



გიორგი თარგამაძის ფორმულა - ახალი გადაცემა იწყება

17 ნოე 201920:09
3 წუთის საკითხავი
 
zo9m5xl74dox8hu.png

უკვე დღეიდან, 17 ნოემბრიდან, ყოველ საღამოს 23:00 საათზე, "გიორგი თარგამაძის ფორმულა" ყოველდღე პირდაპირ ეთერში გავა. ტელეკომპანია "ფორმულას" ახალი გადაცემა პოლიტიკურ-სოციალური ხასიათის იქნება. 

"მგონია, რომ ახლა არის იმის დრო, კიდევ ერთი და მნშვნელოვანი შტრიხი გაჩნდეს ქართულ სატელევიზიო პალიტრაში. ამის გაკეთებას შევეცდები მე თქვენთან  და "ფორმულას" სხვა ჟურნალისტებთან ერთად", - განმარტავს გიორგი თარგამაძე. მისივე თქმით, ეთერში გასვლას ასე სწრაფად არ გეგმავდა, თუმცა მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა პროცესები დააჩქარა.

"მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვნების მხრივ, ქართულმა მედიამ შეიძლება დაიკვეხნოს, მაინც არსებობს გარკვეული მოლოდინი, მოთხოვნა საზოგადოებაში, რომელსაც სჭირდება მეტად აქტიური, კვალიფიციური, სტანდარტების შესაბამისი არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების ხერხები, არამედ მისი ინტერპრეტაციის მეთოდებიც", - აღნიშნავს თარგამაძე. 

 


close დახურვა