ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობაზე რჩება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მისი სიტყვების თანამოაზრეა - „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
კანდელაკის თქმით, ზაზა აბაშიძეს მის განმარტებაში არ უარყვია, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ დამამცირებელი ფრაზები გამოიყენა. კანდელაკის განცხადებით, ზაზა აბაშიძის განცხადება საზოგადოებამ ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად აღიქვა.
სხვა საქმეა რამდენად შეიძლება, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ან საჯარო მოხელე ამბობდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაიმე ჯგუფი უნდა ამოიხოცოს, მაგრამ ეს კონკრეტული სოფელი არის მხოლოდ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებით დასახლებული და ბატონი აბაშიძის კონტექსტი იყო ეთნიკურ უმცირესობაზე. ხელნაწერთა ცენტრი განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარება, ამიტომ სამინისტროსგან მოვითხოვ ბატონი აბაშიძის გადაყენებას“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელები თუ არ დაიცავენ კარანტინს, სოფელში უნდა ჩაკეტო, სადაც ამოიხოცებიან.