logo
ENG



გიორგი კაპანაძე: სამართალდამცველმა გამოიყენა უცენზურო სიტყვა აქციის მონაწილეებისადმი

16 ნოე 201912:37
3 წუთის საკითხავი
 
4r0b3pwf0u9id97.jpg

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. პოლიციელები მოქალაქეებს აქციის გამართვის უფლებას არ აძლევენ და წინააღმდეგობას უწევენ. ადგილი აქვს დაპირისპირებებს და შეხლა-შემოხლას.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, მან პირადად ნახა, როგორ დააგდო პოლიციელებმა ადამიანები ძირს და მათ უსწორდებოდნენ.

მე პირადად ვნახე, როგორ უსწორდებოდნენ პოლიციელები ადამიანებს, მათ შორის, როგორ დააგდეს ძირს და როგორ ძალადობდნენ მასზე. ჟურნალისტებს და ოპერატორებს გაუსწორდნენ. ჩვენ გამოვხატავდით მშვიდობიან და სამართლიან პროტესტს, უცებ ამ პოლიციელებმა გადაწყვიტეს, რომ მოვეშორებინეთ იქიდან, სადაც არ არის აკრძალული პროტესტის გამოხატვა, გამოიყენეს ძალა და იძალადეს. ადამიანები ათრიეს ჩვეულებრივად. რამდენიმე ფაქტი იყო ასეთი, რომ ერთ-ერთმა სამართალდამცველმა გამოიყენა უცენზურო სიტყვა აქციის მონაწილეების მისამართით,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

 


close დახურვა