ეროვნული ვალუტის ოფიაციალური გაცვლითი კურსი 3,18 თეთრია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 30 თეთრით არის გაუფასურებული. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ხვალ სავალუტო აუქციონზე გაიხარჯება რეზერვი, სადაც 40 მილიონ დოლარს გაიტანენ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამას შეიძლება შედეგი ჰქონდეს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორი არის ეკონომიკური ამას გრძელვადიანი შედეგი ვერ ექნება.
„ასეთ კრიზისულ პერიოდებში, როდესაც ეკონომიკური ფაქტორები გაუფასურების გამომწვევია, რეზერვების გაყიდვა იძლევა მხოლოდ მოკლევადიან ეფექტს და არ გვაძლევს გრძელვადიან შედეგს. უნდა დაველოდოთ, როდის დაკონვერტირდება იმპორტის მაჩვენებელი. ჩვენ გაგვიძვირდება იმპორტი, შესაბამისად შევიძენთ ნაკლებს და შემოვიტანთ ნაკლებს ქვეყანაში. რაც შემდეგ ვალუტის დაბალანსების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივხედოთ ჯანდაცვას, ეპიდემიის საფრთხე და გავრცელება შევამციროთ, შემდეგ უკვე დადგება დრო როდესაც ყველამ ერთად უნდა მივხედოთ ეკონომიკას და მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო დახმარება“, - განაცხადა „საზოგადოება და ბანკების“ წარმომადგენელმა გიორგი კეპულაძემ.