logo
ENG



გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა

01 მარ 202414:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/yg9igpwcmz9w6vl.jpg

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა. როგორც ის აცხადებს, ამ ეტაპზე პრიორიტეტული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა. 

"ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის გამოსწორება, დანარჩენი შემდგომ... ბრძოლა არ შეჩერებულა", - ამბობს მამალაძე TV პირველთან. 

დეკანოზის ძმის თქმით, გიორგი მამალაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. 

"პირველი ეტაპის სახსრები მოპოვებული გვაქვს ოჯახს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხანგრძლივი პროცესი უნდა იყოს და სავარაუდოდ, თანხებთან იქნება დაკავშირებული, ვფიქრობთ, ჯერ უნდა ჩავიდეთ, უნდა გავერკვეთ, რა როგორ იქნება და ამის შემდეგ, გვაქვს იმის იმედი, რომ კეთილი ადამიანები შეძლებენ ჩვენს დახმარებას", - აცხადებს თორნიკე მამალაძე. 

***

დეკანოზი გიორგი მამალაძე უდოს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე 14 თებერვალს გაათავისუფლეს. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფდა. 

მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდში იგი პენიტენციურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

მედიასთან პირველ კომენტარში მამალაძე საკაცეზე იწვა. დეკანოზის თქმით, ის უდანაშაულოა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ბრძოლას გააგრძელებს. 


close დახურვა