logo
ENG



გიორგი მიქაუტაძის აზრით, სასამართლოში არანაირი კლანი არ არსებობს

22 ოქტ 201914:25
3 წუთის საკითხავი
 
wynsy0m6gjr0xz8.png

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს მე-12 უვადო მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა პარლამენტში. გიორგი მიქაუტაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიქაუტაძეს ჰკითხეს, არსებობს თუ არაფორმალური მმართველობა. მიქაუტაძე ფიქრობს, რომ არაფორმალური მმართველობა არ არსებობს და არც სასამართლო სისტემაშია გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც სამოქალაქო სექტორის ნაწილი ე.წ. კლანად მოიხსენიებს. მიქაუტაძე ირწმუნება, რომ სასამართლო ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა. მიქაუტაძემ ასევე განაცხადა, რომ მიესალმება გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის უზენაესი მოსამართლეობის თავმჯდომარედ დანიშვნას.

რომან გოცირიძემ გიორგი მიქაუტაძეს შემდეგი კითხვა დაუსვა: „თუ გსმენიათ რაიმე ასეთი ბაზის ბანკის შესახებ? აი, წარმოიდგინეთ, ბაზის ბანკის ყველა კლერკი რომ მართავდეს საქართველოს, როგორი მმართველობა გვექნებოდა?“ 

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა კი უპასუხა, რომ ასეთი კითხვებისთვის არ არის ის პარლამენტში და კითხვა უპასუხოდ დატოვა.

დაპირისპირება მოჰყვა ვახტანგ შაქარაშვილის მოსმენაზე შეშვების საკითხს. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ის მზად იყო, თავისი დროიდან ხუთი წუთი დაეთმო შაქარაშვილისთვის. ეკა ბესელიამ განაცხადა: „განსაკუთრებული პერსონა მოვიდა? გუშინ ლევან მიქაბერიძის მოსმენას, რომელიც მასზე უფრო მაღალი ინსტანციის მოსამართლეა, ერთი ადამიანი არ ესწრებოდა მმართველი პარტიიდან მას შემდეგ, რაც  კითხვების დრო გავიდა. პირდაპირ ეთერში ყველა ხედავდა ვინ ესწრებოდა და რამდენი ესწრებოდა. მიეცით დავალება მანდატურის სამსახურს, რომ შემოვიდეს ბატონი შაქარაშვილი“.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარაშვილი უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმყოფება. შაქარაშვილი მის რიგს ელოდება, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს დაუსვას შეკითხვები.

გიორგი მიქაუტაძე რიგით მე-12 უვადო მოსამართლეობის კანდიდატია, რომელსაც პარლამენტში უსმენენ. ოცივე კანდიდატის მოსმენის შემდეგ, პარლამენტი მათ კანდიდატურებს უყრის კენჭს.


close დახურვა