საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ უვადო მოსამართლეობის კანდიდატებზე ისაუბრა.
მშვენიერაძის თქმით, პარლამენტს მოსამართლეების მხარდაჭერა გაუჭირდება, ვინაიდან წარდგენილი კანდიდატები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.
„მე ვფიქრობ ძალიან უნდა გაუჭირდეს პარლამენტს კანდიდატთა სრული უმრავლესობის მხარდაჭერა, კანდიდატთა ¾ არის ისეთი რომელსაც არაფერი ესაქმება არათუ უზენაეს სასამართლოში არამედ ზოგადად სასამართლო სისტემაში, სამწუხარო მოცემულობა ზუსტად ეს გვაქვს“,-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
შეგახსენებთ 14 დეკემბერს პარლამენტში 20 კაციანი სიის კენჭისყრაა ჩანიშნული.