სამართლისმცოდნე გიორგი მშვენიერაძე საგანგებო მდგომარეობის დროს კონტიტუციის გათვალისწინებულ გარემოებებზე საუბრობს. მისი თქმით, ასეთ დროს ხელისუფლებას ეძლევა მეტი ძალაუფლება შეზღდოს ადამიანის უფლებები.
"ასეთ დროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მხრიდან ხდება ერთგვარი შეთანხმება, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცეს მეტი ძალაუფლება ადამიანის კონსტიტიუციური უფლებების შესაზღუდად. ეს მდგომარეობა განპირობებული შეიძლება იყოს სხვადასხვა საჭიროებით, მათ შორის პანდემია და ეპიდემია. რაც შეეხება მისი გამოცხადების საჭიროებას, ერთ-ერთი არგუმენტი იყო საარჩევნო სისტემა. რადგან საგანგებო ვითარება აჩერებს კონსტიტუციური ცვლილებების განხილვას, ამიტომ ბევრი დაჟინებით არ მოითხოვდა საგანგებოს გამოცხადებას", - აღნიშნავს მშვენიერაძე.
რაც შეეხება კონკრეტულად შეზღუდვის ნაწილს, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია 10 კაცზე მეტი შეკრების შეზღუდვა. მშვენიერაძის თქმით, ეს, სავარაუდოდ, არ გავრცელდება რელიგიურ რიტუალზე, რადგან კონსტიტუციით ის გათვალისწინებული არ არის.
"მაგალითად, ყვითელი მიკროავტობუსების მძროლებს არ შეეძლებათ პროტესტის გამოხატვა, რადგან ესაა გამოხატვის ფორმა. რაც შეეხება რელიგიურ რიტუალს, ის ვერ გამორიცხავს მასში მონაწილეობას, ანუ თუ 10 კაცზე მეტი შეიკრიბება ეკლესიაში და შეზღუდვა ვერ აუკრძალავს მათ იქ ყოფნას. თუმცა ხელისუფლებას შეეძლება ამ მიმართულებით განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილება. შეკრების შეზღუდვა, ასევე, მაგალითად, გავრცელდება აღდგომის მომდევნო დღეს, სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს მშვენიერაძე.
საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, ვირუსის პირველი ტალღა საქართველომ წარმატებით გადაიარა, თუმცა მდგომარეობის დამძიმებას უნდა ველოდოთ. პრეზიდეტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზნით საქართველოს მთავრობამ მიმართა.