logo
ENG



გიორგი რურუას სასამართლო პროცესი განახლდა

31 დეკ 201915:18
3 წუთის საკითხავი
 
r1na1lvntgx4j09.jpg

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი განახლდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება გააუქმა.

გიორგი რურუას სასამართლო პროცესის დახურვის მიზეზად მოსამართლემ ხმაური დაასახელა. პროცესზე „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოითხოვა, რომ გადაღების უფლება მისი ტელეკომპანიის ჟურნალისტებსაც ჰქონოდათ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებენ. დაცვის მხარე დღეს აღკვეთის ღონისძიებაზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს და გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა