logo
ENG



გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დასრულდა

08 ივნ 202016:32
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი რურუას საქმის განხილვა დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და სხდომაზე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

დღევანდელ სხდომაზე პირველად მიიტანეს იარაღი, რომელზეც საქმეა აღძრული. ადვოკატის განცხადებით, იარაღის ნომერი არაა შეტანილი ოქმში, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.

„გიორგიმაც პირველად ნახა იარაღი, რომლის გამოცაა პატიმრობაში. აღმოვაჩინეთ, რომ მჭიდზე დატანილია ნომერი, რომელიც არაა დაკავების ოქმში დატანილი. თუმცა შეტანილია ათლარიანი კუპიურის ნომერი. გამოვიკვლიეთ რურუას ტანსაცმელი და არ აღმოჩნდა კვალი, რომელიც ხელს შეუშლიდა მასალის გადასვლას იარაღზე", - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

შემდეგ პროცესზე 7 მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მისი გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ.


close დახურვა