გიორგი რურუა ერთ-ერთია, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია დღემდე ითხოვს. დღეს საქალაქო სასამართლოში მის საქმეზეც იმსჯელებენ. პროცესზე მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.
„მთავარი არხის“ მეწილის ადვოკატის თქმით, გიორგი რურუას მხოლოდ იმიტომ ჩაუდეს იარაღი, რომ ის კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებელია.
დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, რურუა უდანაშაულოა და ის მმართველი გუნდის პოლიტპატიმარია. გიორგი რურუა იარაღის უკანონო-შეძენა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, დააკავეს.