პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიორგი რურუაც გათავისუფლებას ელოდება. მის ადვოკატებს უკვე გაგზავნილი აქვთ სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
გიორგი რურუას ადვოკატები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება მალე იქნება და მას პოლიტიკურ პატიმრად ქართული თუ არა, ევროპული მართლმსაჯულება აღიარებს.
„ფორმულას“ კითხვებს პირველად პასუხობს ბრალდებული გიორგი რურუა. ის იხსენებს იმ დღეს, როდესაც დააკავეს. ამბობს, რომ პოლიციამ ვაკის სასაფლაოსთან გააჩერა, არც ის და არც მანქანა არ გაუჩხრეკიათ და მხოლოდ განყოფილებაში უთხრეს, რომ თითქოს მას იარაღი ედო.
საქმის მასალების მიხედვით საგულისხმოა ის დეტალი, რომ იარაღზე, რომელიც რურუას თან ჰქონდა, არაა მისი ანაბეჭდი, არც ტანსაცმლის ბოჭკო - ფაქტობრივად, საქმეში სრულიად სტერილური პისტოლეტი დევს.
ამ დროისთვის გიორგი რურუას საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს, იკითხებიან პოლიციელები. აგვისტომდე საქმის განხილვა უნდა დასრულდეს.