logo
ENG



გიორგი რურუას საქმეზე მსჯელობა დღეს გაგრძელდება

20 მაი 202008:12
3 წუთის საკითხავი
 

საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას საქმეზე მსჯელობა დღეს გაგრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. რურუას ადვოკატის, ლევან სამუშიას განცხადებით, წინა სხდომებზე ბრალდების მხარის მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევდნენ, რაც რურუას პოლიტიკური მოტივით დაკავებას ამტკიცებს.

"სასამართლო პრცესსზე განახლდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, ჩვეულებრივი პროცესია. რაც შეეხედბა ამ პროცესის მიმდინარეობას, უკვე საერთაშორისო თანამეგრობობამაც აღიარა, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია. პირდაპირი მტკიცებულებებია, როგორ გააყალბეს მტკიცებულებები და როგორაა ეს საქმე პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითი. არსებობს ამის მტკიცებულებები და ყველა პროცესსზე ბრალდების მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ, რაც კიდევ და კიდევ ამტკიცებს, რომ ეს საქმე პოლიტიკურია და რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს",-აცხადებს ლევან სამუშია. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. ის უკვე 6 თვეა წინასწარ პატიმრობაშია, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვისაა დაკავებული. გიორგი რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს. იგი აცხადებს, რომ ხელისუფლება  ოპოზიციური ტელევიზიის ფლობისა და ქუჩის აქციების აქტიური მხარდაჭერისთვის სჯის. 


close დახურვა