logo
ENG



გიორგი რუხაძე: ივანიშვილს პანიკურად ეშინია სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციის

29 აპრ 202021:48
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგიისა და ანალიზის ცენტრის ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში გიორგი რუხაძე გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, ივანიშვილს პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის გაძლიერების, რადგან თუ მიხეილ სააკაშვილი ამ თანამდებობაზე წარმატებული იქნება, ეს გავლენას ქართულ პოლიტიკაზეც იქონიებს.

„თუ დავაკვირდებით ივანიშვილს პანიკურად ეშინია ორი რაღაცის. ერთი ეს არის სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაცია და გაძლიერება. ეჭვგარეშეა, რომ სააკაშვილი თუ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დაინიშნება და წარმატებას მიაღწევს რეფორმების გატარებაში და უკრაინაში კორუფციის დამარცხებაში, ეს მისი მეორე პოლიტიკური სიცოცხლე იქნება, გაძლიერდება, რაც ბუნებრივია ქართულ პოლიტიკაზე გავლენას იქონიებს. 

მეორე საკითხი, რომლისაც არანაკლებ ეშინია ივანიშვილს, არის მოსკოვის მწვავე რეაქცია, მათი გაღიზიანება და თუ დავაკვირდებით მისი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში დიდწილად სწორედ მოსკოვის მწვავე რეაქციებით არის გამოწვეული. ბევრ ისეთ შემთხვევაშიც კი ევროინტეგრაცია იქნება ეს თუ ანაკლიის პორტი, რადგანაც მოსკოვიდან ამ მიმართულებით მწვავე რეაქციაა, ის ფაქტობრივად საბოტაჟის მდგომარეობაში ამყოფებს ამ მიმართულებებს“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.


close დახურვა