logo
ENG



გიორგი ტყებუჩავა: გახარიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს

20 ივნ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

დემონსტრანტების სამაგალითოდ დასჯა და უმძიმესი სისტემური პრობლემები ძალოვან უწყებაში - ადამიანის უფლებათა ცენტრი გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე, მომხდარის სამართლებრივი შეფასების კვლევას აქვეყნებს. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დარღვევებს, მიტინგის დარბევის, ასევე მომხდარის გამოძიების პროცესშიც. ასეთი ფაქტები გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის - აცხადებენ არასამთავრობოები. 

„იდენტიფიცირებული იქნა ისეთი ფაქტები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან იყო გადადგმული კონკრეტულ ნაბიჯებში, მათ შორის არაპროპორციული ძალის გამოყენებაში, თითქოს ეს არის სადამსჯელო ხასიათის მქონე არაპროპორციული ძალის გამოყენება, რომელიც სამომავლოდ მსგავსი ხასიათის აქციებში მონაწილეების დაშინებისკენ არის მიმართული, რომელთაც შემდგომში შეიძლება არ გამოთქვან სურვილი გამოხატონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებები და დაიცვან ქვეყნის ინტერესები, როგორც ეს მოხდა 20-21 ივნისის აქციების დროს.  ამ აქციებს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მკაცრი არაპროპორციული ნაბიჯები მოჰყვა, რომელიც პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველიც კი არის მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისაც კი. ამ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ შსს მინისტრი, რომელიც დღემდე არ იღებს არც სამართლებრივ და არც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის მკვლევარი გიორგი ტყებუჩავა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი გიორგი კაკუბავა კი აცხადებს, რომ 20-21 ივნისის ღამით დაზარალებულებს, დაზარალებული ადამიანის სტატუსი უნდა მიენიჭოს. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალდამცავი ორგანოთა პირების მიერ სისხლის სამართლებრივ საქმეებს, რომელთაც გადაცდომა განახორციელეს კონკრეტული აქციის მონაწილეობის პროცესში, ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმ დაზარალებული პირების ჩამონათვალზე, რომლებიც დაზარალდნენ 20/21 ივნისის ღამეს. ეს საქმეები უნდა იქნას გამოძიებული და ვისაც დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, უნდა მიენიჭოს“, - განაცხდა გიორგი კაკუბავამ. 


close დახურვა