logo
ENG



გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უზენაესმა გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

20 აპრ 202310:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/20/gjq1v6sa9wm977r.png

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები.

უწყების ცნობითვე, უზენაესმა დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები.

" აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას.

სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- ნათქვამია განცხადებაში. 

19 წლის ფეხბურთელი ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.

ფეხბურთელის საქმეზე დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია წყალში დახრჩობით. 

გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, თუმცა სამი მათგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 პირს,მათ შორის, ორ არასრულწლოვანს, პატიმრობა შეეფარდა.


close დახურვა