გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი გიორგი ჩალაძე გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში ამირან გამყრელიძესთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით საზოგადოება ამ ექიმს დარტყმის ქვეშ ამყოფებს.
გიორგი ჩალაძის თქმით, გამყრელიძის მიმართ, არ უნდა შეიქმნას ისეთი განწყობა, რომ მას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.
გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ჩვენი ექიმები სწორად, დროულად და შეძლებისდაგვარად ცდილობენ საზოგადოების დახმარებას.
„ბატონ ამირან გამყრელიძეს ვუსმენდი წეღან და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადამიანი თავს დარტყმის ქვეშ გრძნობს. თითქოს მას ერჩიან, რაც არ არის სწორი. არ უნდა შექმნას საზოგადოებამ ისეთი განწყობა, რომ შეცდომის დაშვება პრობლემაა. ძალიან სწორად, დროულად და შეძლებისდაგვარად ისინი ცდილობენ გააკეთონ საუკეთესო ამ ქვეყნისთვის, რაც ფაქტია ჯერჯერობით ციფრებში კარგად ჩანს. დაიწყება თუ არა ფართომასშტაბიანი კვლევა ეს შემდეგ ციფრებზეა დამოკიდებული. დღეს ადამიანს არ უნდა შეეზღუდოს ქცევის თავისუფლება, აქ ლუგარის ლაბორატორიაზე და NCDC-ზე ვსაუბრობ.
ისინი სწორად იქცევიან და მათ მიმართ პრეტენზიების გამოთქმა არის არასწორი. თითის გაშვერის დრო ახლა არ არის“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.