გიორგი ჭანტურია ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთში ბრუნდება – საქართველოს ნაკრების 26 წლის ექს-თავდამსხმელი „საბურთალოში" ითამაშებს. გიორგი ჭანტურია „საბურთალოს" გაზრდილია, საიდანაც 2010 წელს „ბარსელონას" ასაკობრივ გუნდში გადავიდა. კატალონიური გრანდის მთავარ გუნდში ერთხელ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და გოლიც გაიტანა. 2019 წლის ზაფხულში ჭანტურია თურქულ გუნდში ვარჯიშობდა, მაგრამ ხელშეკრულება ამ გუნდთან არ გაუფორმებია. მან ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. „საბურთალოსთან" გიორგი ჭანტურია კონტრაქტს ოფციონის წესით, 1+1 წლით გააფორმებს.
გიორგი ჭანტურია ფეხბურთში ბრუნდება
31 იან 202017:28
3 წუთის საკითხავი