logo
ENG



გირჩი-მეტი თავისუფლებამ სამედიცინო კანაფი დათესა

31 იან 202214:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/31/fp5uyl1faqcrkxd.jpg

გირჩი-მეტი თავისუფლებამ სამედიცინო კანაფი დათესა. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თქმით, მიზანია, CBD-ის შემცველი პროდუქტები ლეგალური გახდეს და არ იყოს დასჯადი. 

ამ მოთხოვნით გირჩი ჯერ საქალაქო, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს. 

როგორც პარტიის წევრები ამბობენ, მათ ნაყიდი აქვთ სამედიცინო კანაფი, რომლის საქართველოში შემოტანის უფლებაც არ მისცეს. ისინი სასამართლოს გზით სწორედ ამ უფლების მოპოვებას ეცდებიან. 

ამასთან, როგორც გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა თქვეს, გაზრდის შემდეგ კანაფს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც წაიღებენ, რათა დაადასტურონ, რომ არ შეიცავს თრობისთვის საჭირო კომპონენტებს და არ არის ნარკოტიკული საშუალება. 

CBD, ანუ კანაბიდიოლი მარიხუანის ერთ-ერთი კომპონენტია. ის თრობას არ იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, CBD არც დამოკიდებულებას იწვევს და არც რამე სხვა დამაზიანებელი ეფექტი აქვს. 

WHO აცხადებს, რომ ამ დრომდე არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემასთან სამედიცინო მარიხუანის კავშირს დაადასტურებს. 

ამის საპირისპიროდ, FDA-იმ, აშშ-ის საკვების და წამლის ასოციციაციამ დაამტკიცა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი Epidiolex, რომელიც სწორედ კანაბიდიოლით არის დამზადებული. 

მეცნიერები ჩატარებული ცდებისა და კვლევების საფუძველზე ასევე ამბობენ, რომ CBD შეიძლება გამოდგეს შფოთვითი აშლილობის, უძილობის, ქრონიკული ტკივილების და დამოკიდებულების წინააღმდეგ მკურნალობისთვის. 

თუმცა, რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულების გარეშე არც კანაბიდიოლზე დამზადებული წამლის მიღება შეიძლება. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში CBD დაშვებულია. 2018 წელს მიღებული კანონით, აშშ-ში კანაფი ლეგალური გახდა, შესაბამისად, ლეგალურია CBD-იც.

კანაბიდიოლი ლეგალურია ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაშიც. თუმცა, ვინაიდან CBD ახალ პროდუქტად არის მიჩნეული, მასზე წვდომა შეზღუდულია. სამედიცინო კანაფთან დაკავშირებით რეგულაციები პერიოდულად იცვლება, ბაზარზე კი CBD-ზე დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი ჩნდება. 


close დახურვა